ჩვენს შესახებ
რატომ მაინცდამაინც - ფირალი
ხშირად გვეკითხებიან, რატომ ავირჩიეთ ეს სახელი. ფირალები ჩვენს ისტორიაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ ეგუებოდნენ დადგენილ ჩარჩოებს, ირჩევდნენ საკუთარ გზას, თავისუფლებას და უპირატესობას ყოველთვის ბუნებრივს, ნამდვილსა და ხელშეუხებელს ანიჭებდნენ.
ჩვენც, სწორედ ამ იდეით შთაგონებულებმა, გადავწყვიტეთ უარი გვეთქვა „სწრაფი მოდის“ ერთფეროვან, ხელოვნურ სტანდარტებზე. გამოგვეცხადებინა ერთგვარი პროტესტი უხარისხო ქსოვილებისთვის და შეგვექმნა ბრენდი, სადაც ხარისხის კომპრომისი უბრალოდ გამორიცხულია.
ფირალი არის თავისუფლება და კომფორტი შენი სხეულისთვის.
ყველასთვის და ნებისმიერი მომენტისთვის
დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთან წინდების ყველაზე დიდი არჩევანი გელოდებათ. არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, გემოვნებას თუ ცხოვრების რიტმს - ფირალის სამყაროში ყველაფერია:
- ყოველდღიური და კლასიკური მოდელები - ოფისისთვის, შეხვედრებისთვის და მშვიდი დღეებისთვის.
- სპორტული ხაზი - მათთვის, ვინც მუდმივად მოძრაობაშია და მაქსიმალური მდგრადობა სჭირდება.
- ყველაზე პატარებისთვის - ჩვილებისა და ბავშვების ნაზი კანისთვის შექმნილი, სრულიად უსაფრთხო და ჰიპოალერგიული მოდელები.
მოკლედ, როგორი დღეც არ უნდა გქონდეს წინ, შენს იდეალურ წყვილს ჩვენთან აუცილებლად იპოვი.
რატომ ვართ ასეთი თავდაჯერებულები?
იმიტომ, რომ მასალების შერჩევისას კომპრომისებზე არ მივდივართ. ჩვენ თვითონვე ვართ ჩვენი პროდუქტის ყველაზე პრეტენზიული მომხმარებლები. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვეძებთ და სათუთად ვარჩევთ საუკეთესო ნატურალურ ძაფებს - იქნება ეს საოცრად რბილი ეგვიპტური ბამბა, დახვეწილი აბრეშუმი, მდგრადი მერსერიზებული ბამბა თუ თბილი პრემიუმ მატყლი.
ჩვენი ფილოსოფია მარტივია: არ გვჯერა „სწრაფი მოდის“ და ერთჯერადი ნივთების. ჩვენ გვინდა, რომ ფირალთან ერთად იგრძნოთ ის მინიმალისტური ესთეტიკა, სირბილე და ზრუნვა, რაც თითოეულ ნაკერში ჩავაქსოვეთ.
მიხარია, რომ აქ ხარ და ჩვენს ამბავს კითხულობ. იმედია, ფირალი შენი და შენი ოჯახის ყოველდღიურობის საყვარელი ნაწილი გახდება! 🤍