პროდუქტის დაბრუნების/რეფანდის პირობები
დაბრუნებისა და გაცვლის პოლიტიკა
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უპირობო დაბრუნების უფლება არ ვრცელდება წინდებისა და თეთრეულის შემთხვევებზე, როდესაც დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო.
ამის გათვალისწინებით, წინდების დაბრუნება ან გაცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
- ნივთს არ აღენიშნება გამოყენების ან მორგების კვალი.
დაბრუნების პროცედურა და ტრანსპორტირების ხარჯები
- ნივთის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, ვადის ამოწურვამდე შეგვატყობინოთ ელ-ფოსტაზე: info.firali@f2g.ge
- ნივთის უპირობო დაბრუნების შემთხვევაში, პროდუქციის უკან გამოგზავნის საკურიერო მომსახურების პირდაპირ ხარჯს სრულად ფარავს მომხმარებელი.
თანხის ანაზღაურება
მას შემდეგ, რაც ნივთი დაბრუნდება ჩვენს საწყობში ან მაღაზიაში და ადმინისტრაცია დაადასტურებს, რომ გამოყენებული არ არის, ჩვენ აგინაზღაურებთ თქვენ მიერ გადახდილ თანხას, გარდა პირველადი მიწოდების საკურიერო მომსახურების საფასურისა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
თანხის დაბრუნება მოხდება იმავე ანგარიშსწორების ფორმით, რომლითაც განხორციელდა შესყიდვა, ნივთის უკან მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა.